ირაკლი კობახიძე: სიაში, რომელიც გავრცელდა გარკვეული დამთხვევები არის

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, პარტიის სიაში მოქმედი მინისტრებიც იყვნენ, რომელთა შესახებაც ცნობილი ივლისის პირველ რიცხვებში გახდება.

“თითქმის დასრულებულია სამუშაო პროცესი მაჟორიტარების სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ გვარებს, რომელიც გავრცელდა, ეს სია ნამდვილად არ შემიძლია დაგიდასტუროთ, არის გარკვეული დამთხვევები”,-აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას იქნებიან თუ არა მოქმედი დეპუტატები და მინისტრები იყვენენ სიაში, კობახიძე ამას არ გამორიცხავს.

“სახელებს და გვარებს მოგვიანებით დავაზუსტებთ. სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში გახდება სია ცნობილი”,- განაცხადა კობახიძემ.

პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში შესაძლოა, გელა სამხარაული, დავით მაღრაძე, დავით ლომინაძე, სალომე ზურაბიშვილი და სხვები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ინდოელები დაუდგენელი ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატია“სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმება თავდაცვის მინისტრის მხრიდან წინასაარჩევნო სვლას უფრო ჰგავს”