ირაკლი კობახიძე – შეიძლება სააკაშვილი კმაყოფილია, მაგრამ პროცესის დასასრული არ დააკმაყოფილებს

სააკაშვილი შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ არ დააკმაყოფილებს მას – მისი ორივე პარტია საპარლამენტო სივრციდან გაქრება,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს იქნება ლოგიკური შედეგი დემოკრატიული განვითარების.

“სააკაშვილი ბუნებრივია, იქნება კამყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მისი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია. სააკაშვილი თავის გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ აეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა. ის შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს, მისი ორივე პარტია, მისი პირმშოა ორივე – „ნაცმოძრაობა“ და “ევროპული საქართველო”, ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება და ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი დემოკრატიული განვითარების”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკოს განკარგულებით, დაფინანსებას ყველა პარტია მიიღებს, გარდა გირჩისა და მოქალაქეებისა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ამ ქვეყანაში არც ერთ დოლარს არ ჩადებს ინვესტორი