ირაკლი კობახიძე : საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ რა თანამდებობაზე წარსდგება. იგივე ეხება ჩემს კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით სახელებს და გვარებს ახლა, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : ,,ქართული ოცნება” მართლაც იმ კანდიდატურებს განიხილავს, რომლებიც სახელდება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : მე არაფრის გამორიცხვა ან დადასტურება არ შემიძლია