ირაკლი კობახიძე სასულიერო პირის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა და დანაშაულის გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა. განცხადება ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

„მინდა, განცხადება გავაკეთო გუშინ და დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან მძიმე დანაშაულის გახსნისთვის. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ძალიან მალე, ბოლომდე მივა ეს გამოძიება და საბოლოოდ გაიხსნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ძალიან კარგია, რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ და მინდა პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ოპერაციის შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით
შემდეგი სტატიასაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ სალომე სამადაშვილი აირჩიეს