მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ. პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ამ ეტაპზე ბანაკში კიევიდან ჩამოსული უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები და ომის შედეგად დაობლებული ბავშვები იმყოფებიან. 10 დღის განმავლობაში მათთვის კულტურული და გასართობი ღონისძიებები, ასევე ტურები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავშია დაგეგმილი.
ბანაკის მეორე ნაკადი 4-15 ივლისს მოეწყობა და მასში სუმიდან ჩამოსული ეროვნული გვარდიის სამხედროების შვილები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.















