7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა.

“მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ