ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 6, 2019 11:37

ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს.

„ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დაწყებას. ჩვენ საერთო სამშობლო, ისტორია, სიხარული და მიზნები გვაერთიანებს. თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა და გამორჩეულ როლს ასრულებთ საქართველოს განვითარებაში.

მწამს, რომ ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას.

საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის დაწყებას. მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვის ტექსტში.

მუსლიმური სამყარო რამადანის (რამაზანის) თვის დაწყებას ზეიმობს. მუსლიმები რამადანის თვის განმავლობაში მარხვას იცავენ. მუსლიმმა თავი უნდა შეიკავოს დღის განმავლობაში, გარიჟრაჟიდან (ფაჯრი) მზის ჩასვლამდე (მაღრიბი, საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ასევე ხორციელი სიამოვნების, ავი ფიქრების, ბილწსიტყვაობისა და მოწევისგან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 6, 2019 11:37

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics