6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: საქართველო მიესალმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

„საქართველო მიესალმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და დადებითად აფასებს იმ ეფექტურ მედიაციას, რომელმაც ხელი შეუწყო ამ პროცესს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეესკალაციას და სტიმულს მისცემს შემდგომ დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიარას ამბობს გიგა ავალიანის დედა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ