ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ უსაუბრია ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც უნდა საუბრობდეს.

კობახიძის თქმით, კორცხელის ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია და ყველა მის დასრულებას უნდა დაელოდოს.

“კორცხელთან დაკავშირებით, ხშირად არასწორად ისმის კითხვები, თითქოს, ჭიანურდება გამოძიება. აღძრულია საქმე, მიდის გამოძიება, შეფარდებულია გირაო კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. ყველაფერი უნდა წარიმართოს კანონმდებლობის შესაბამისად. დღეს ნამდვილად აღარ გვაქვს ისეთი გარემო ჩამოყალიბებული, როდესაც პროკურატურას მყისიერად შეეძლო საქმის მიტანა სასამართლოში.

დღეს, პროკურატურა მოქმედებს კანონის შესაბამისად და სწორედ ასეთი სახით განიხილება საქმეები. სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ უსაუბრია ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე, მაშინ როდესაც ჩვენ გავავრცელეთ შესაბამისი ვიდეო და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კორცხელში, ბეისბოლის ბიტებით მობილიზებული იყვნენ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ზონდერები”, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს, კორცხელში “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭეერებს შორის მომხდარ ფისიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე, კითხვების აქვს.

banner
წინა სტატიაშივინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი? – ოთარ დანელიას განმარტება
შემდეგი სტატიაბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს