სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მდინარაძე იკავებდა, საჭირო აღარ არის,_ ამის შესახებ პრემიერმა კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ”,_ თქვა კობახიძემ.
დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში ახალი თანამდებობა – რეგიონული პოლიტიკის განვითარების სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნება – მას კი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პარალელურად, სექტემბრიდან გაუქმდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. სექტემბრამდე კი მინისტრი მდინარაძე იქნება.
















