ირაკლი კობახიძე-საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს

„საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დროს, „ევროპული საქართველოს“ გარეშე, 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდა, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ამავე 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდება. კანონპროექტის მიღებას 113 მხარდაჭერა სჭირდება, აქედან გამომდინარე მყარი საფუძველი ოპტიმიზმისთვის და ვფიქრობ, რომ ხვალ მეორე მოსმენით, წარმატებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემის წამყვანის იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მხარდაჭერას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დეპუტატი, რომელმაც ორი დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარდაჭერა გამოუცხადა და მეორე მოსმენისთვის უარს იტყვის მის მხარდაჭერაზე, ეს ნიშნავს, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მძიმე და არასწორ გარიგებაში შევიდა.

„ასეთ ღია გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უნდა დააფიქსიროს იმ დეპუტატმა, რომელიც მეორე მოსმენის დროს მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი მოსმენის დროს, ორი დღით ადრე თუ უჭერდი მხარს და თუ ორი დღის შემდეგ შეიცვალე პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ შენ შეხვედი ძალიან მძიმე და არასწორ გარიგებაში. ბუნებრივია, ნებისმიერი დეპუტატისთვის მომგებიანი არ იქნება ასეთი რამის დემონსტრირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები და ხვალ 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ივლისში წარადგენს
შემდეგი სტატიალომჯარია შაქარაშვილზე-ქუჩურ გარჩევებს არ უნდა ეწირებოდნენ, მნიშვნელოვანია გამოძიების ობიექტური ჩატარება