“სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად”- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და სამტავრობო ცვლილებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მისი სიტყვებით: “სინამდვილეში არის ერთადერთი განსხვავება მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის – მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრი არის დაკავებული კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით, სამინისტროს გარეშე”
„რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივადაა, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილება სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი – საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს, ამ თანამდებობა დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. სინამდვილეში, ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით.
როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და სხვები და საუბრობენ სამინისტროზე, ეს უკვე აჩვენებს რამდენად არაკომპეტენტურები არიან ისინი. სინამდვილეში, ერთადერთი განსხვავებაა მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობს და და სახელმწიფო მინისტრი დაკავებულია კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით, სამინისტროს გარეშე. ჩვენი კანონმდებლობით, სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე. როდესაც ასეთ დროს, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები თუ სხვები საუბრობენ, რომ სამინისტრო სუსტად არის წარმოდგენილი, მათ კომპეტენციაზე მეტყველებს.
შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც აღჭურვილია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქცია. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აქამდეც მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა ამ ფუნქციას – საერთო კოორდინაციის ფუნქციას, უბრალოდ ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული.
ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ზუსტად იგივეა. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. სამართალდამცავი ორგანოები ძალიან სპეციფიკურია. ხშირად, ყოველდღიურ რეჟიმში არის ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხით, ეს შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა ამ ფუნქციას – საერთო კოორდინაციის ფუნქციას, უბრალოდ ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა მამუკა მდინარაძე სუს ხელმძღვანელობისასა, ამას მიეცემა ფორმალიზებული სახე. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე. ეს ფუნქცია ჩვენგან ჰქონდა რეალურად მინიჭებული, ამის საჭიროება არსებობდა“, – განმარტა კობახიძემ.

















