ირაკლი კობახიძე : საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღემდე არ ყოფილა

admin
ავტ.: admin მარტი 19, 2020 13:46

ირაკლი კობახიძე : საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღემდე არ ყოფილა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ტენდენციები იქნება როგორც გლობალურად, ასევე ადგილობრივად.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციები ყოველ დღე მიმდინარეობს და სწორედ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები.

დეპუტატის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ამ შემთხვევაში მეტი შეზღუდვის დაწესებულება არის შესაძლებელი როგორც ადამიანების მიმართ, ასევე ორგანიზაციების მიმართ.

„თუ ასეთი საჭიროება იქნება, შესაბამის ზომაზე ფიქრი შეიძლება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღემდე არ ყოფილა. თუ საჭირო იქნება, გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ. მაგალითად, ამ ეტაპამდე რეკომენდაციების დონეზე არის შეზღუდვები დაწესებული. ანუ, არის მოწოდება – დარჩით სახლში. ასევე მოწოდებაა კომპანიების, სასტუმროებისა და რესტორნების მიმართ, თუ როგორ უნდა წარმართონ საკუთარი საქმიანობა. თუ რეკომენდაციები უნდა გადაიზარდოს სავალდებულო მიწოდებაში, რომელსაც უპირისპირდება სანქცია, ამ შემთხვევაში, სავალდებულო წესით უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ასეთი შეზღუდვების დაწესება. ანუ, თუ იმაზე შორს წავალთ, ვიდრე დღემდე ვართ წასული, ანუ, რეკომენდაციებზე შორს თუ წავალთ, აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის დაწესება, რადგან სამართლებრივად ვერავის ვერ დაავალდებულებ, რომ სახლში დარჩეს, კომპანია დახუროს ან საქმიანობა შეაჩეროს, თუ არ არის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული“, – განაცხადა კობახიძემ.

admin
ავტ.: admin მარტი 19, 2020 13:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics