ირაკლი კობახიძე – საერთოდ არ არის საინტერესო, პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს მთავრობის დამტკიცებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს მთავრობის დამტკიცებას, საინტერესო არ არის.

მისი თქმით, კონსტიტუცია შეიცავს გარანტიებს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„საერთოდ არ არის საინტერესო, მოაწერს თუ არ მოაწერს ხელს. კონსტიტუცია შეიცავს გარანტიებს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, თუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კონსტიტუციის სულისკვეთების წინააღმდეგ, მას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება კონსტიტუცია, რომელიც იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით