ირაკლი კობახიძე – სააკაშვილს, მელიას, გვარამიას, ბოკერიას აქვთ ერთი საერთო ნიშანი, ისინი არიან პათოლოგიური ადამიანები, ქართული დემოკრატიას პათოლოგიები არ სჭირდება

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ლიდერი რა განცხადებას გააკეთებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართული საზოგადოება, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გამოვა არჩევნებზე და ჩვენს კანდიდატებს დაუჭერენ მხარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ხოლო ნიკანორ მელია ფორმალური ლიდერი.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა კანდიდატების მხარდაჭერას, ეს არის ერთი და იგივე ძალა. მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკანორ მელია არის ფორმალური ლიდერი და რეალურად, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე. ეს არია ერთი პოლიტიკური ძალა. თვალი გადაავლეთ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს-სააკაშვილი, მელია, გვარამია, ბოკერია და ა.შ. მათ აქვთ ერთი საერთო ნიშანი, ისინი არიან პათოლოგიური ადამიანები და შესაბამისად, ნებისმიერი მათგანის მხარდაჭერა პათოლოგების მხარდაჭერას ნიშნავს. ქართული დემოკრატიას პათოლოგიები და პათოლოგი ადამიანები არ სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი, სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი და ის მოიხდის სასჯელს
შემდეგი სტატიაკობახიძე გახარიაზე-ბოლივით აორთქლდა