“ირაკლი კობახიძე: “სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრა.
კობახიძემ პოდოლიაკის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ მსგავს გზავნილებს საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ვერ აღიქვამს.
“პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას – როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს. სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს. რაც შეეხება ინტერვიუს პოდოლიაკთან, რომელიც დღემდეა პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინაში, საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში. ამ დროს, თვითონ პოდოლიაკის განცხადებები იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას. აქაც ხელის გულზე დევს ყველაფერი, თუ რა სახის კეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობენ კონკრეტული ადამიანები. როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს,” – თქვა კობახიძემ.
















