ირაკლი კობახიძე – რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა

რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსაზრებებს საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მიერ შავი ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით.

“ეს არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, რითაც უნდა დაკავდნენ შესაბამისი უწყებები. პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის პრობლემა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმაში, რომ იყო პასიური. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი, თუმცა ეს არის გამოწვევა, რომელსაც ყველა უნდა ვებრძოლოთ”,- განაცხადა კობახიძემ.

ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებს პარტიების არათანაბარ რესურსებთან დაკავშირებით.

“ჩვენ ყურადღებით გავეცნობით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და რეკომენდაციებს. საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. დაფინანსებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, დეკლარაციები არ ასახავს პარტიების რეალურ შემოსავლებს და ხარჯებს. ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ ამისგან, რასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები.

banner
წინა სტატიაში,, საკრებულოში შესვლაზე უარი არ განიხილება – იქნება საპარლამენტო ტრიბუნა, საკრებულო თუ მშვიდობიანი მანიფესტაცია, ”ნაცმოძრაობა” იბრძოლებს ბოლომდე”
შემდეგი სტატია”ეხო მასკვის” რედაქციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და გადაცემის წამყვანი ყელის არეში დაჭრა