ირაკლი კობახიძე-რუსეთისთვის დეზინფორმაცია ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია, რასაც სიმართლეს დავუპირისპირებთ

რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია, ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს და სწორ ინფორმაციას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც იური შვიტკინმა აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსეთს საქართველოს წარმატებები არ ახარებს.

„რაც შეეხება რუსი დეპუტატის განცხადებას, არასერიოზულია და ამაზე შესაბამისად სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტი, ბუნებრივია, საჭიროებს გამოძიებას და იმედი გვაქვს, იქნება სათანადოდ გამოძიებული. რაც შეეხება,ზოგადად, რუსეთის ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ეს ყველასთვის ცნობილია. რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და ამის შედეგია, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები. სამწუხაროდ, რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია, ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს და სწორ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება პრემიერობის თავისი კანდიდატი”
შემდეგი სტატიალომჯარია ბაჩალიაშვილზე-პროკურატურაში ამბობენ, რომ FBI-ის საქმეში ჩართვის მზაობა არ აქვს