ირაკლი კობახიძე – როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას, როცა ელჩი ამას არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას

როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელია, უნდა დაისაჯოს, ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას, როცა ელჩი ამას არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ელჩი პოლარიზაციის მხარეს დგას, თუ დეპოლარიზაციის მხარეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჭარბი პოლარიზაცია არის საქართველოში პრობლემა, სწორედ ამის გამოა, მნიშვნელოვანი, ყველა გაემიჯნოს ისეთ აქტივობებს, რომელიც პოლარიზაციას აღვივებს. მაგალითად, როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელია, ის უნდა დაისაჯოს, არანაირი არგუმენტი, არავითარი საფუძველი, რა თქმა უნდა, ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას, როცა ელჩი ამას არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაზე და შემცირებაზე ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ყველამ უნდა იმოქმედოს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. როცა გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რომელიც პოლარიზაციისკენაა მიმართული – ეს არის სანქციებზე გამუდმებული საუბარი, ტექნიკური პარლამენტის შექმნის მცდელობა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიერ არის დაფუძნებული, ეს არის ენჯეოების მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაანონსება სექტემბრისთვის და ა.შ. ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს თითოეულ ამ მაპოლარიზებელ ნაბიჯს, ეს არის საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ელჩი დგას პოლარიზაციის მხარეს, თუ დეპოლარიზაციის მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – ხელისუფლებამ პროპაგანდის სამიზნედ კელი დეგნანი აირჩია, ვინაიდან ის პასუხისმგებლიანი ადამიანია, საჭიროდ ჩათვალა, გაემეორებინა, რომ ჯამი ჭურჭელია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე – 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას – მგონი, ამ “მესიჯის” ადრესატი სწორედ 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები