ირაკლი კობახიძე – რასა იუკნევიჩიენეს განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო

ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო. ამ განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს და იმეორებს იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადების შეფასებისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მათი სიტყვების დამარცვლა საქართველოში არავის სჭირდება და საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს.

„როდესაც საუბარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართულობაზე, გვქონია ჩვენ ამაზე საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ ფაქტები არ აქვთ. ვერცერთ ფაქტი ვერც საჯაროდ და ვერც ერთი-ერთზე ვერ წარმოადგინეს. ფაქტი არ გაქვს, მაგრამ რაღაც წარმოდგენა ხომ შეიძლება გქონდეთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება, იყოს ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ. არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები. ავიღოთ მაგალითად ტელევიზიის მართვა, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიის მენეჯერი დილაობით არ მოდის სამსახურში და აკონტროლებს ტელეკომპანიას. ერთი კორპორაციის მართვაც კი რთულია, თუ ყოველდღიურად არ დადიხარ სამსახურში, ან კვირაში ერთხელ თუ მაინც არ მიდიხარ, რამდენიმე ასეული ადამიანია და წარმოიდგინეთ, ოთხმილიონიანი ქვეყანა, საერთოდ არ ჩნდები და აკონტროლებ სიტუაციას ამ სახელმწიფოში ყოველგვარი გამოჩენის გარეშე, თვეში ერთხელ ვიღაცას ურეკავ, თუ არ ვიცი, რა წარმოუდგენიათ. არათუ ფაქტები არ აქვთ, წარმოდგენაც კი არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების წლიური ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას“.

წინა სტატიაშისტოლტენბერგი – ნატო და ევროკავშირი ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ, რომელშიც ორი ალიანსის პრიორიტეტები იქნება გაწერილი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ვინმე თუ სერიოზულად დაიწყებს სანქციებზე საუბარს, ღრმავდება ეჭვები, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან