ირაკლი კობახიძე : რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საკადრის პასუხს საზოგადოება

ვპირდებოდით ​საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახით რევანშს. ამ
პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებაზე კომენტირებისას განუცხადა.

„რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით. ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია. ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალა. „ნაცმოძრაობის“ რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს. ჩვენ ყოველთვის ​ვპირდებოდით ​საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახით რევანშს. ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ მომავალ წელსაც არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ბათუმი – ჭავჭავაძის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან შენობაში გაჩნდა
შემდეგი სტატიასააკაშვილს ჰგონია, რომ რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა წითელი ხალიჩით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება – სესიაშვილი