ირაკლი კობახიძე: “ქართული ოცნება” სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნებას დღეისთვის არ აპირებს

ჩვენ ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს, მაგრამ დღეს არ შედის გეგმაში ამ კვლევების გამოქვეყნება,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტპაზე არსებული კვლევები შიდა მოხმარებისთვისაა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რამდენჯერმე უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ პარტიას.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ამაზე გვექნება მსჯელობა და არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში, როცა ჩატარდება სოციოლოგიური კვლევები არჩევნებამდე, დავდოთ ჩვენი კვლევის შედეგები. ჯერ ეს კვლევა არის შიდ ამოხმარებისთვის. ჩვენ რამდენჯერმე ვუსწრებთ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას და სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აუცილებლად მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. სწორედ ამას ეფუძნებოდა პრემიერის განცხადებაც, რომ 100 მანდატზე მეტს ავიღევთ არჩევნებში. ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისულხან მოლაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქართველმა სამხედროებმა უელსში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა