ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„იმისათვის, რომ არავის დარჩეს დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმეზე საუბრის საბაბი, მე გთავაზობთ, რომ დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავგზავნოთ ეს საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში. შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა იანვრის ბოლომდე და მეორე მოსმენამდე დაველოდოთ მათ პოზიციას და შემდეგ განვაახლოთ განხილვები. ანალოგიურად შეიძლება მოვიქცეთ მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო ცენზს. ასეთ შემთხვევაში არანაირი არ დარჩება ამ კანონპროექტების კრიტიკისთვის. დღეს ვუყაროთ კანონპროექტებს კენჭი პირველი მოსმენით და შემდეგ დაველოდოთ შეფასებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპლებისციტზე კი არა, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ