ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსები გამჭირვალეა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსები გამჭირვალეა.

“ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს საპარლამენტო არჩევნებისთვის ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია“-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში, პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ შემოწირულების სახით, 149 020 ლარი მიიღო.

ირაკლი კობახიძის კომენტარს პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: ჯაზ ფესტივალის დაფინანსება 2 მილიონ ნახევარ ლარს გადაცდა