ირაკლი კობახიძე: “ქართულ ოცნებას” აქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა პარტიას ერთად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას აქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა პარტიას ერთად.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს.

„ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ 50%-ზე მეტის მიღებას. 35% ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, გამოკითხული 1500 კაცი, რამდენად იძლევა სრულ სურთას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლევების ცოტა ხნის წინაც ჩაატარა, სადაც 3500 კაცი გამოკითხა, შედეგი კი იგივე მიიღო.
„ახლაც ჩავატარეთ კვლევა სტანდარტების შესაბამისად. 1500 კაცი, შეგიძლიათ სტატისტიკოსებთან გადაამოწმოთ, იძლევა განზოგადების საშუალებას, ანუ ეს არის სანდო მონაცემები. ეს არის დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებდა საველე სამუშაოებს და დაგვიდო კვლევის შედეგები, ნდობა ჩამოგვიყალიბდა წლების განმავლობაში. ნდობის საფუძველი იყო ის, რომ ამ კვლევის შედეგები ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების პროგნოზირების საშუალებას განსხვავებით იგივე CRRC-ისა და IPM-ის კვლევევბისგან, რომელიც ყოველთვის აცდენილი იყო როგორც რეალობას, ისევე არჩევნების შედეგებს. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ ვდებდით ამ კვლევას, იყო ის, რომ ჩვენ არ დავკმაყოფილდებით შედეგებით, თუნცა 35%-ით. ჩვენი ამბიცია არის კიდევ უფრო მაღალი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მაჩენებლები. ჩვენ არ დავდეთ სხვა პარტიების შედგები ჯენტლმენური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გვინდოდა სპეკულაციების საგნად გვექცია ეს ყველაფერი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანა არის ის, რომ აჩვენს საერთო სურათი.

„საერთო სურათი არის ასეთია – ჩვენი შევძლებთ ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ძალიან დიდი უპირატესობით მოვუგებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, ყველაფერი დანარჩენი არის ის, რასაც გვიჩვენებს არჩევენები. არიან პარტიები, რომლებასაც აქვთ დაბალი მაჩვენებელი, არ გვინდოდა ვინმე გაგვენაწყენებინა”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შიდა კვლევების გამოქვეყნება არ მოხდა, რადგან ის შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოთხოვნა იყო ამაზე და ამიტომ გადავწყვიტეთ გამოგვექვეყნებინა. ჩვენ სრულად ვენდობით იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის ატარებს კვლევას. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ მათთან და იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ცნობილი სოციოლოგიური ორგანიზაცია არ დებდა სანდო კვლევის შედეგებს, ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების პროგნოზირების საშუალებას”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმღვიმეების გამოკვლევის მიზნით გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომლები წალენჯიხას ეწვივნენ
შემდეგი სტატია“საქართველოში დაახლოებით 12 000 მოქალაქის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული”