ირაკლი კობახიძე – ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც, მისი თქმით, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

კითხვაზე, მისი ინფორმაციის მიხედვით, როდის დაიწყო გახარიამ „კოკაინის“ მოხმარება, კობახიძე პასუხობს: „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“.

„საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ კახა კალაძე გიორგი გახარიაზე საუბარს ერიდება, კობახიძე ამბობს, რომ კალაძეს პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბროს.

„კახა კალაძეს აცადეთ თავისი საარჩევნო კამპანიის წარმოება. მას აქვს თავისი საარჩევნო პროგრამა და პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ თბილისელებს ესაუბროს მის საარჩევნო პროგრამაზე. აქედან გამომდინარე, სწორს აკეთებს ის, რომ ერიდება ყველა სხვა თემაზე საუბარს. მან უნდა ისაუბროს თბილისელებთან, თბილისისთვის წარდგენილ საარჩევნო პროგრამაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „გიორგი გახარიას თქმით, მმართველ გუნდს „კოკაინთან“ დაკავშირებით საუბრის გამბედაობა არ ეყოფოდა, ეს რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა არ იყოს“.

„ჩვენ ამის გამბედაობა არ გვეყოფოდა, ეს კაცი „კოკაინს“ რომ არ მოიხმარდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია ჭოღის მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიაკესელოს ციხე ჩამოინგრა (ექსკლუზივი)