ირაკლი კობახიძე – ქალბატონი სალომე ნამდვილად არის დასაცავი, ძალიან მძიმეა მისი ემოციური მდგომარეობა, ის აშკარად ვერ ელევა თანამდებობას, თუმცა ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა, მას აქვს ძალიან დიდი, 5-კვირიანი მომავალი, 29 დეკემბრამდე

ქალბატონი სალომე ნამდვილად არის დასაცავი, რომ ვუყურე მის ბოლო ბრიფინგს, ძალიან მძიმეა მისი ემოციური მდგომარეობა, ის აშკარად ვერ ელევა თანამდებობას, აშკარად სურდა, კიდევ 5-6 წელი ყოფილიყო თანამდებობაზე, თუმცა ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში სალომე ზურაბიშვილის დასაცავი კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი განაწყენებულია ხალხზე, განაწყენებულია ყველაზე, ვინც უპირისპირდება მისი მხრიდან სკამის შენარჩუნებას.

„შესაბამისად, მას აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა. მისი ეს მძიმე ემოციური მდგომარეობა რაღაცნაირად არის დასაცავი, ამაში ვეთანხები შესაბამისი კამპანიის ავტორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მისი რესლური პოლიტიკური პერსპექტივა არის ის, რომ 29 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

„მას აქვს ძალიან დიდი, 5-კვირიანი მომავალი, 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბერს მას ეწურება უფლებამოსილების ვადა. ეს არის, რეალურად, მისი პოლიტიკური პერსპექტივა, დროში თუ განვიხილავთ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გარკვეული გავლენა ეფუძნებოდა ერთადერთ რამეს, ეს იყო თანამდებობა, მას 29 დეკემბრის შემდეგ არავითარი რესურსი აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ 5-კვირიანი მომავალი და არაუმეტეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ის მაინც დარჩება წინასწარ პატიმრობაში, არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ლეგიტიმაციას კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი, ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში