ირაკლი კობახიძე – პროცესის დასასრული ისეთი იქნება, რომ სააკაშვილს არ დაკმაყოფილებს

სააკაშვილი ბუნებრივია, კმაყოფილი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია. ის ყველაფერს აკეთებდა თავის გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდა აეყირავებინა, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ ნამდვილად არ დააკმაყოფილებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ქართული პოლიტიკიდან გაქრებიან და ეს იქნება ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„შესაძლოა, ის კმაყოფილი იყოს, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომელიც ნამდვილად არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს. მისი პირმშოა ორივე პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება. ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი იმ დემოკრატიული განვითარების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გადის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა: „მნიშვნელოვანია, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან“.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკვე დეკემბერში იყოს მიღებული”
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს – თქვენ თუ დაიღალეთ, მაშინ განზე გადექით და ტყვია დაიხალეთ