ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე – რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს

რისი იმედიც შეიძლება {პრეზიდენტს} არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავ აქვს.

„ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავ გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა და უხეშად არღვევდა.

„ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავ აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება {პრეზიდენტს} არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება.

სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. გამიჭირდება ამაზე საუბარი. იმ ადამიანის მიზანი როდესაც არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირება, ყველაფერს გააკეთებს, მას აღარ აქვს მუხრუჭი. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არ იმსახურებს ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას“,- აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისისა და FMO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაკახაბერ ადამია: ივანიშვილი, ზურაბიშვილსგან მართულ ოპოზიციურ ძალას ჰქმნის