ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას, არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს ზურაბიშვილის იმპიჩმენტს

პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვთ, რომ „ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.

პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის დროზე მოღალატედ აფასებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ანუ სამმილიონიან ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე. შემთხვევით, ახლა ხომ არ ატყუებენ, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული პარტია და ასე შემდეგ. ანუ, როცა „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იპიჩმენტს, ამით თვითონვე აღიარებს, რომ თავის დროზე სამმილიონიანი ამომრჩეველი უბრალოდ მოატყუა. ესეც ერთ-ერთი აღიარება, ლუსტრაცია, სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ერთიანობის გაშიშვლებაა. ეს არის ძალიან ბევრი პლუსი, რაც თან ახლავს იმპიჩმენტის პროცედურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი ლუზერი