ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ბევრი პრობლემა იკვეთება

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

kobaxidze-rustaviპარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა არ დაწყებულა, თუმცა ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება, მას შემდეგ, რაც სპეციალური ფორმატი შეიქმნება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, არ აქვს უფლება წარადგინოს ან მონაწილეობა მიიღოს კანონის შემოქმედების პროცესში.

“პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ბევრი პრობლემა იკვეთება. სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმატი გვაქვს, პრეზიდენტი ვერ იქნება ინიციატორი ამ მიმართულებით, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ის კანონის შემოქმედების პროცესში პოსტფაქტუმ ერთვება, რაც ვეტოში გამოიხატება. კანონპროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს პარლამენტი.

“ჩვენი ამოცანა არის კონსტიტუციის დახვეწა. ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, შეიძლება ის დახვეწო, რადგან მას ვერ გააუარესებ. ხელისუფლების განაწილებული პრინციპი დარღვეულია მოქმედ კონსტიტუციაში. სერიოზული ხარვეზებია და ამაზე 2010 წელს ვენეციის კომისია აქტიურად საუბრობდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე იყო დეკლარირებული
შემდეგი სტატიაპირობას ვდებ, რომ ვენეციის კომისია იქნება მთავარი არბიტრი გადაწყვეტილებაში – ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე