ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონსტიტუციო განხილვებზე არდასწრების გამო აკრიტიკებს

„დღეს მოწვეული იყო ამ შეხვედრაზე ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი, მათ შორის, აღვნიშნავ, რომ მოწვეული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თუმცა, მათ უარი განაცხადეს სხდომაში მონაწილეობაზე, რაც არის ძალიან სამწუხარო,“ – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს გააკეთა.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს კონსტიტუციის დადგენილი პროცედურის ფარგლებში და ბუნებრივია, ამ პროცედურის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამომჟღავნება არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე განმარტავს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება.

„ცვლილებები ეფუძნება ვენეციის კომისიასთან მიღწეულ შეთანხმებას. არის საუბარი 5 ძირითად ცვლილებაზე. მანამდე ზოგადად აღვნიშნავ, რომ ჩვენი ერთობლივი ჩართულობით მომზადდა დოკუმენტი, რომელიც არის უკვე სამი მოსმენით მიღებული, რომელიც არის უკვე ძალაში და ეს დოკუმენტი ეფუძნებოდა ჩვენს ერთობლივ მსჯელობას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა პარლამენტში დღეს არასამთავრობო სექტორთან და საკონსტიტუციო მოსამართლეებთან გაგრძელდება. შეხვედრას პროტესტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრება.

banner
წინა სტატიაშიასეთ უსინდისო განცხადებებს არ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში – ბესელია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სასახლეზე გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაეშვა