ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი 300 ხმოსნის მიერ 6 წლით აირჩევა. ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციის ახალი პროექტის მეორე მოსმენის დროს განხილვისას დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

“ეს იყო თამარ ხულორდავას ინიციატივა – პრეზიდენტის არჩევა 6 წლის ვადით. ეს ცვლილება გარდამავალ დებულებებში არის ასახული. პარლამენტი ირჩევა პროპორციული წესით 2024 წელს და სასურველი იყო, ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი ახალი წესით, 300 ხმოსნის მიერ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის ინიციატივით, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსნისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კომისიის 150 წევრი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებით დაკომპლექტდება, დანარჩენ 150 წევრს კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეადგენენ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები არ შეცვლილა და ის უკრაინაში ჩავა
შემდეგი სტატიაბესიკ ფარცვანიამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა