ირაკლი კობახიძე – პოლიციელი გმირია და ეს უამრავმა პოლიციელმა თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც სოციალურ ქსელში კობახიძე წერს, პოლიციელი გმირია და ეს უამრავმა პოლიციელმა თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა.

„პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოს. პოლიციელი გმირია და ეს უამრავმა პოლიციელმა თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა. დღევანდელ დღეს ვულოცავ გამორჩეულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მინისტრის მოადგილეებს, თითოეულ პოლიციელს და მათ ოჯახებს“, – წერს კობახიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს პოლიციის დღეს აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის პრემიერი – კარგია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მივიღეთ, მაგრამ უკვე დროა, მეშვიდე პაკეტი განვიხილოთ
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი 8 ივნისს თურქეთში ჩავა, სადაც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიზნით პოტენციური დერეფნის შექმნის საკითხს განიხილავენ