24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე- ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და მათ დავალებას – ყველანაირად სცადონ ზიანის მიყენება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ – ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ამ კონკრეტული ტელევიზიების სახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში პეტრე ცაავას განცხადებების კონემტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, მცდელობაა ზიანის მიაყენონ მართლმადიდებელ ეკლესიას და ეს ინტერვიუც ამის გამოხატულება იყო.

„თქვენ გახსოვთ, როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოვიდა თავის დროზე ეს ადამიანი. ამის შემდეგ ეს ადამიანი გახდა კონკრეტული ტელევიზიების ყველაზე პატივსაცემი რესპოდენტი. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და მათ დავალებას – მათ ყველანაირად უნდა სცადონ ზიანის მიყენება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ეს ინტერვიუც ამის გამოხატულება იყო. როდესაც ასეთ ადამიანს, ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ. ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ამ კონკრეტული ტელევიზიების სახე. ისინი უარს ამბობენ ყოველგვარ ეროვნულზე, ებრძვიან ქვეყანას, ეკლესიას და ეს ინტერვიუც იყო ამის მორიგი გამოხატულება. მას არაფერი არ შეიძლება ეწოდოს, თუ არა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური აქტი”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე მარია ზახაროვას განცხადებაზე- ეს იცის პარტნიორების მტრებად შერაცხვამ და ფულზე გაყიდვამ