ირაკლი კობახიძე: პატრიარქის ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას დაესწრო.

წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე მოისმინა, რომელშიც ყურადღება მაცხოვრის შობის, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ირაკლი კობახიძესთან და დეპუტატებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს. ვუსურვებ რწმენაში გაძლიერებას და მეტ სიკეთეს, მეტ სიყვარულს. ყურადღებით მოვუსმინეთ ეპისტოლეს. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო და მნიშვნელოვანია, რომ ისინი თითოეულმა ჩვენგანმა გაიზიაროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს
შემდეგი სტატიავარდების მოედნიდან საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყო