6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე „ალდეს“ განცხადებას ეხმაურება

ნაცვლად მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს და თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი კეთილი ინებონ და ის თქვან – ასეთი განცხადებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევაა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე „ალდეს“ განცხადება.

კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოებისთვის „ალდეს“ შეფასება რთული არ არის და მსგავსი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.

„რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურებას, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ერთადერთ რამეს, რომ ნაცვლად ასეთი მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს და თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი კეთილი ინებონ და ის თქვან. ასევე შემდეგ, როცა უკვე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, ჩახედონ გადაწყვეტილების ტექსტს და თუ სამართლებრივი პრეტენზიები ექნებათ, ისაუბრონ სწორედ სამართლებრივ პრეტენზიებზე და ნუ გააკეთებენ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) კომუნიკაციების ასისტენტი, აოიფ დევერე წერს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა პარტია „ლელო“ – ALDE-ს (ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის) წევრი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილი. მისი განცხადებით, წარმატების შემთხვევაში, ამ ნაბიჯმა შესაძლოა ასობით ათასი ამომრჩეველი გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობაში დატოვოს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ მზა კერძების ობიექტ „კნატუნას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა