ირაკლი კობახიძე – პარლამენტისა წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია

პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია, -ამის შესახახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრს სულეიმანოვს სადეპუტატო მანდატი შეუჩერდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, თითქოს, პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებული, როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო – პარლამენტისა წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია. ამის თაობაზე ზოგადად გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. ასეთი რამ არც კი განხილულა საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარ ინციდენტში ბრალი, შესაძლოა, პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს წაუყენონ.
დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ვასაძის წერილი გააცნო სულეიმანოვის ბრალდების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე მარნეულის ინციდენტზე – რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო მოქმედებები ყიფშიძის ქუჩაზე – სამართალდამცველები “Audi”-ის მარკის ავტომობილს ჩხრეკდნენ