ირაკლი კობახიძე პარლამენტის კომიტეტების მომავალ თავმჯდომარეებთან შეხვედრას მართავს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის კომიტეტების მომავალ თავმჯდომარეებთან მართავს შეხვედრას.

შეხვედრა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი, პარლამენტის მომავალი საქმიანობის დაგეგმვა და საორგანიზაციო საკითხებია.

ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა,შესაძლოა, 18 ნოემბერს გაიმართოს.

მანამდე კი, კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას კი, საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხის გააქტიურებას მიესალმება
შემდეგი სტატია“უნდა გადავწყვიტოთ, გამოცდებისთვის მოსამზადებელი უნდა იყოს სკოლა, თუ ცხოვრებისთვის”