ირაკლი კობახიძე – ფადი ასლიმ შეიყვარა კონკრეტული პოლიტიკური პარტია და დღემდე ვეღარ გადაიყვარა

ფადი ასლიმ შეიყვარა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა დღემდე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლითაც ფადი ასლიმ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ხელმძღვანელის განცხადებები მიკერძოებულია.

„ვიცით, რომ მას პოლიტიკური მიკერძოება აქვს. მან შეიყვარა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა დღემდე. აქედან გამომდინარე, ფადი ასლის განცხადებები ბუნებრივია, მიკერძოებულია. მის სიაში იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფადი ასლიმ მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები გააკეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლებას, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ ბიზნესის თავისუფლება სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევაა.

„იყო ტოტალური რეკეტი. 10 ათასზე მეტ ადამიანს წაართვეს ქონება სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, პირველ რიგში, ბიზნესმენებს 2012 წლამდე, 10 ათასზე მეტ ადამიანს. არც ერთი ფაქტი აღარ არსებობს 2012 წლის შემდეგ. ეს არის ჩვენი მიღწევა. თუ ვინმე კონკრეტულ ფაქტებს მოიტანს, მზად ვართ, ამ საკითხს ჩავხედოთ და რეაგირება მოვახდინოთ, მაგრამ, რაც შეეხება ვითარებას, ეს არის და 10 ათასიდან ჩამოსულია ნულამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რას იტყვის ფადი ასლი დღეს საინტერესო რ არის.

„ფადი ასლი რას იტყვის, რომელიც არაფერს ამბობდა მაშინ, როდესაც 10 ათას კაცს აყაჩაღებდა „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს არ არის რელევანტური და საინტერესო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – პოლიციაში მუდმივად მიმდინარეობს რეფორმები, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება
შემდეგი სტატიაფადი ასლიმ შეიყვარა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა დღემდე