საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციას „პოლიტიკურად მიკერძოებული“ და „სამარცხვინო“ უწოდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დოკუმენტში უამრავი ტყუილი და უზუსტობაა, ქართულმა საზოგადოებამ კი კარგად იცის, თუ რა დგას მსგავსი ჩანაწერების უკან.
კობახიძემ რეზოლუციის მხარდაჭერისა და ლობირების გამო ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა და მათ „უცხოური აგენტურა“ უწოდა:
„ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს… ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში. ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით. ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს მათ ბუნებას. ისინი პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.















