ირაკლი კობახიძე: პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია

პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია, – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის დასტურია ქალაქ ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენა.

„ისინი ერთობლივად გეგმავენ და აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას ამ კანდიდატის გასაყვანად“-განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ ორი სუბიექტის მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენა „ქართულ ოცნებას“ ხელს არაფერში უშლის და „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

„ორივე სუბიექტის მიერ ერთობლივად შერჩეულ კანდიდატს ქალაქ ოზურგეთში ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხებთ. ვიცით, როგორია მოსახლეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. სწორედ ეს გვაძლევს ამის თქმის საფუძველს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გარკვეულ პარტიებს შორის თანამშრომლობა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო აშკარა არჩევნების წინ გახდება.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ თანამშრომლობენ კონკრეტული პარტიები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სატელიტი პარტიები. ეს არის აშკარა, ცხადი და კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. ძალიან მჭიდროა თანამშრომლობა ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობას,“ „თავისუფალ დემოკრატებს“ და „ლეიბორისტებს“ შორის. სტრატეგიული თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უკვე იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, ვინაიდან ეს არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დამნაშავეა იმ უმძიმეს ცხრა წელიწადში, რაც გამოვიარეთ ჩვენ ყველამ ერთად“- დასძინა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 12 მაისს 2.2126 ლარი იქნება
შემდეგი სტატიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბნები დაიხურა