5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ მედიას საქართველოს ეროვნული ინტერესების მიზანმიმართულად დაზიანებაში ადანაშაულებს

“2012 წლამდე რასაც აკეთებდა თქვენი პარტია, ამ ქვეყანას ყოველდღიურად რომ აზიანებდა, იგივეს აკეთებთ თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში და მანამდეც იგივეს აკეთებდით”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ მედიას.

ინტერვიუს პროცესში კობახიძემ, “ოცნებისთვის” არასასურველი შეკითხვების ავტორი ჟურნალისტები საქართველოს ეროვნული ინტერესების მიზანმიმართულად დაზიანებში დაადანაშაულა.

“2012 წლამდე რასაც აკეთებდა თქვენი პარტია, ამ ქვეყანას ყოველდღიურად რომ აზიანებდა, იგივეს აკეთებთ თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში და მანამდეც იგივეს აკეთებდით. ეს არის სამარცხვინო, როდესაც ცდილობ, მიზანმიმართულად დააზიანო საქართველოს, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. აი, ორჯონიკიძე, ორჯონიკიძე შემოვიდა აქედან საქართველოში, თქვენ აკეთებთ ორჯონიკიძის საქმეს. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. როდესაც ცდილობ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას, ეს არის სერგო ორჯონიკიძის საქმე” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო დაასანქცირა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი საჯარო გამონათქვამების გამო გაგვასამართლებენ არასაჯაროდ, სრულიად საიდუმლოდ” – რატომ დახურა მოსამართლემ სააკაშვილის და საქმის სხვა ბრალდებულების პროცესი?!
შემდეგი სტატიასუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთი პირი დააკავა