ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება ჩვენ კითხვებზე პასუხი, მზად ვართ დიალოგისთვის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 28, 2017 13:57

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება ჩვენ კითხვებზე პასუხი, მზად ვართ დიალოგისთვის

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას, გამოვთქვით დიალოგის განახლების სურვილი, სამწუხაროდ, მივიღეთ გაუგებარი პასუხი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

სხვა სტატიები

ჩვენ ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას, გამოვთქვით დიალოგის განახლების სურვილი, სამწუხაროდ, მივიღეთ გაუგებარი პასუხი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ გამოთქვამს დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე.

„დიალოგის სურვილი იყო ჩვენი ნება და პოზიცია. სამწუხაროდ მივიღეთ გაუგებარი პასუხი. ჩვენ ვითხოვდით მარტივ კითხვაზე პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა დიალოგის გაგრძელებას. პასუხი არ იყო შესაბამისი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე. ძალიან მარტივი კითხვა იყო დასმული – რა არის ის საკითხები, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამაზე ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. თუ იქნება კითხვაზე პასუხი, მზად ვართ დიალოგისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 28, 2017 13:57