ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას რეალური საბაბიც კი არ აქვს, რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას გაემიჯნოს, თუმცა მაინც ახერხებენ

ჯგუფებში მონაწილეობას გაემიჯნოს, თუმცა ამას მაინც ახერხებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი განხილვამ 1 წლით, 2023 წლის შემოდგომამდე გადაიწია პირველადი ვადები არ შეიცვლება და დეკემბრისთვის აპირებენ შესაბამისი კანონპროექტების დასრულებას

„პროცესი მიმდინარეობს, არის 12 პუნქტი, შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკავებული არიან კანონპროექტების მომზადებით. გათვალისწინებულია ათეულობით კანონპროექტის მომზადება, რისთვისაც კონკრეტული ვადებია დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი განხილვამ 1 წლით, 2023 წლის შემოდგომამდე გადაიწია, ვთქვით, რომ პირველადი ვადები არ შეიცვლებოდა და დეკემბრისთვის ვაპირებთ ამ ყველაფრის დასრულებას. ოპოზიციას რეალური საბაბიც კი არ აქვს იმისათვის, რომ გაემიჯნონ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის ჯგუფებს, თუმცა ამას მაინც ახერხებენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე – 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას – მგონი, ამ “მესიჯის” ადრესატი სწორედ 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები
შემდეგი სტატიამევლუთ ჩავუშოღლუ – თურქეთი გააგრძელებს მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას, მედიატორის როლის შესრულებას, ამ მხრივ ჩვენი ძალისხმევა იქნება უწყვეტი