ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიხე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს.

მისივე თქმით, რეალური შანსია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.

“ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50% და ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს და ასევე არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს, ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე – თუ სადმე არის კონკრეტული გადაცდომა, ამაზე ცესკოს რეაგირება მართებს
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილში, შურისძიების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცის მოკვლის შემდეგ, ბრალდებულმა მოკლულის ცოლი გაიტაცა