ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ადანაშაულებს

იმაში, რომ მაჟორიტარული სისტემა 2024 წლამდე არ უქმდება, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ადანაშაულებს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დასამტკიცებელი საკითხები წარადგინა. კობახიძის თქმით, პროპორციული სისტემის 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზება ჩიხში ოპოზიციამ და მათმა არათანმიმდევრულმა მიდგომამ შეიყვანა.

„არასწორად ხდება ხოლმე რაღაც ფრაზების ციტირება და ინტერპრეტირება. არასდროს გვითქვამს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეჯერებული იყო 116 დეპუტატის პოზიცია. ჩვენ გავნაცხადეთ კომისიაში, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე და ეს უნდა გამხდარიყო დისკუსიის საფუძველი. მე დარწმუნებული ვარ, წარმატებითაც დასრულდებოდა ეს პროცესი იმ შემთხვევაში, ოპოზიციას რომ გამოევლინა თანმიმდევრული მიდგომა. როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიდან ცვლილებების გამოვიდა ტექსტი, იქ ეწერა, რომ პროპორციული სისტემა 2020 წლისათვის უნდა ამოქმედებულიყო. სწორედ ამ პირობებში დატოვა ოპოზიციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო კომისია იყო კონსენსუსის გასაღები. რეალურად ეს ასე არ ყოფილა.იმ პირობებში, როცა გვეწერა საარჩევნო სისტემა 2020, მაშინ დაწერა ოპოზიციამ კომისია. ეს იყო გაუგებარი მოვლენა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე, ხელს არ მოაწერს და რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.  

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რადგან, პირველ რიგში, კონსტიტუციის პროექტს არაერთი ხარვეზი აქვს, მათ შორის მთავარი ის არის, რომ ეს თანხმობის დოკუმენტი არ არის.

„ამავე დროს, პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამასთან, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგანაც, კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია, შეიკრიბოს 48 საათის გავლის შემდეგ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი, კონსტიტუციური პროექტის დასამტკიცებლად, რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველოს” წალენჯიხის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია