ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია კრიზისის მდგომარეობაშია და კრიზისის დაძლევისთვის სჭირდებათ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა

ოპოზიცია კრიზისის მდგომარეობაშია და კრიზისის დაძლევისთვის სჭირდებათ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა და ამის კარგი საშუალება არის ახალი თემის წინ წამოწევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უნდა, განსაკუთრებით წაგებული არჩევნების შემდეგ.

„კრიზისის მდგომარეობაშია და კრიზისის დაძლევისთვის სჭირდებათ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა და ამის კარგი საშუალება არის ახალი თემის წინ წამოწევა. ეს არის თემა, რომელზეც მსჯელობა გვქონდა 2016 წლამდე და მას შემდეგაც. „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ შესთავაზა ოპოზიციას 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის ამოქმედება. 2016 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყო დავით უსუფაშვილი, რომელმაც კოალიციის სახელით წინადადება გააჟღერა, რომ 2016 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარებულიყო და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ამოქმედებულიყო. ოპოზიციას ჩვენც შევთავაზეთ, რომ ეს ყველაფერი 2020 წლიდან ამოქმედებულიყო. რაზეც უარი თქვეს მარტივი საბაბით. საბაბი სჭირდებოდათ, რომ მხარი არ დაეჭირათ. არ უნდოდათ, რომ უმრავლესობას ქულები დაეწერა. ეს იყო მათი არჩევანი. არჩევანი იმის სასარგებლოდ გააკეთეს, რომ 2020 წელს არ ამოქმედდება ეს სისტემა. მოგვიწია უმრავლესობაში კონსენსუსის მიღწევა, შერეული სისტემა იქნება და შემდეგ პროპორციულზე გადავალთ. იმედია, 2024 წლისთვის დემოკრატიული კულტურა იმდენად გაიზრდება, რომ სრულად იქნება სისტემა პროპორციული სისტემისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – საარჩევნო საკითხებზე მუშაობა არ იქნება იოლი
შემდეგი სტატიასახიფათო თამაშის სავარაუდო მსხვერპლი – 14 წლის მოზარდის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო