ირაკლი კობახიძე : ოპოზიცია ღიად უპირისპირდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს

ოპოზიცია ღიად უპირისპირდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ არაერთგზის მოუწოდეს ელჩებმა, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა, ისინი ღიად უპირისპირდებიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს. ბუნებრივია მათ ამისთვის დაეკისრებათ საკმაოდ მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა,”- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არ ელოდება, რომ რომელიმე დეპუტატი საკონატიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას გადაიფიქრებს.

„თეორიულად რომ დავუშვათ, რომ რომელიმე დეპუტატმა ეს გააკეთოს, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამას ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს, აქედან გამომდინარე არავითარი რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამ პროექტს ექნება მყარი მხარდაჭერა იმ დეპუტატების მხირდან, რომლებმაც ხმა მისცეს ამ დოკუმენტს მეორე მოსმენისას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ასეთივე მხარდაჭერით იქნება მიღებული მესამე მოსმენით, რაც იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. მინდა მოვუწოდო ყველა დეპუტატს, მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს,”- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
შემდეგი სტატია“შეცვალე” და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავენ