ირაკლი კობახიძე – „ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვთ“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 22, 2018 20:39

ირაკლი კობახიძე – „ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვთ“

„ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან წევრები, არის ტყუილი“ – განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ონში ინცინდეტი ყოფით ნიადაგზე მოხდა და არანაირი შემხებლობა ამას პოლიტიკასთან არ აქვს.

„სამწუხარო ინციდენტი მოხდა, ონში, მთავარია, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ინციდენტის შედეგად ზიანი მიადგა, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არის ტყუილი, რეალურად ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ინციდენტში მონაწილე პირებს შეხება არ აქვთ ქართულ ოცნებასთან. მათ მიმართაც მყისიერად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტიც, ისინი დაკავებულები არიან. აუცილებელია, გამოძიება სათანადოდ დასრულდეს და ეს ასეც იქნება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 22, 2018 20:39

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics